ბიძინა გიორგობიანი: თბილისის ომის “გმირის” დევი ჭანკოტაძის ახალგაზრდა თანამებრძოლი, ვინმე ანი წითლიძე ამჯერად თავს ესხმის ზვიად გამსახურდიას შვილს

თბილისის ომის “გმირის” დევი ჭანკოტაძის ახალგაზრდა თანამებრძოლი, ვინმე ანი წითლიძე ამჯერად თვს ესხმის გიორგი გამსახურდიას – ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესის საბჭოს ყოფილი წევრი ბიძინა გიორგობიანი ფესიბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ნაციონალურ მოძრაობის მიერ არჩევნების შემდეგ დესტრუქციულად მუშაობის სცენარზე საუბრობს.

,,მას შემდეგ რაც ნაცებმა, შტაბად გამოცხადებულ სააკაშვილის ბიბლიოთეკის ტრიბუნაზე, საკუთარი “ვეტერანი” სამხედროების დათვალიერება მოაწყეს, სამეგრელოშიც გადავიდნენ შეტევაზე.

თბილისის ომის “გმირის” დევი ჭანკოტაძის ახალგაზრდა თანამებრძოლი, ვინმე ანი წითლიძე ამჯერად თავს ესხმის გიორგი გამსახურდიას, რომელიც თურმე “საიდუმლო შტაბში” მუშაობს. ბევრჯერ ითქვა, რომ ნაცპარტია არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდეგ დესტრუქციულ სცენარზე მუშობს, სწორედ ამ ძალადობრივი სცენარის შემადგენელია რაღც “საიდუმლო შტაბებზე” მათი ლაპარაკი. რაც შეეხება ზვიადის შვილს გიორგი გამსახურდიას, ის თვისი ქვეყნის პატრიოტი კაცია და მისი დამსახურებები, სახელმწიფო ჯილდოებითაა დაფასებული პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადაც ის საქართველოს სახელით ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს“ – წერს ფეისბუქზე ბიძინა გიორგონიანი.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას გამსახურდიას ქუჩაზე ,,საიდუმლო შტაბი აქვს გახსნილი. მათ მიერ მითითებული შტაბი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ენმ-ის მიერ ,,საიდუმლოდ“ გამოცხადებულ შტაბში დროშები და პარტიის ატრიბუტიკაა გამოკრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები