თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო
თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე შეფერხება იყო.
ახმეტელი-სარაჯიშვილის მონაკვეთზე მოძრაობა, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა და მოძრაობა აღდგა.
მათივე განმარტებით, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.