ეკატერინე ტიკარაძე: 3500-მდე საწოლია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლების მობილიზების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს.

“დღეის მდგომარეობით, საწოლების მობილიზების კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მობილიზებული იქნება 2000-მდე საწოლი. ამ დროისთვის, 3500-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები