პოლონეთის პრემიერი კარანტინის რეჟიმზე გადავიდა

პოლონეთის პრემიერი – მატეუშ მორავეცკი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის, რადგან მას კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ამის შესახებ მორავეცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

“კოვიდ19-ით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის გამო, ყველა პროცედურის დაცვით კარანტინზე გადავდივარ. მთავრობა ნორმალურ რეჟიმში მუშაობს, კოლეგებთან მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები”, -დაწერა მან.

პოლონეთში, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო, 10 ოქტომბრიდან საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

გასულ კვირას კარანტინზე ასევე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი გადავიდა, რომელსაც ინფიცირებულ გენერალთან ჰქონდა კომუნიკაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები