ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო პრეპარატების შეძენაზე მოლაპარაკებას, ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს
“ჩვენ დღეიდან გადავდივართ მართვის ახალ სტილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკური ჯგუფი არა მხოლოდ როგორც ჩვენი ინტელექტუალური ბაზისი, არამედ უკვე პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რეანიმატოლოგებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო პრეპარატების შეძენაზე მოლაპარაკებას ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს.
,,ჩვენ დღეიდან გადავდივართ მართვის ახალ სტილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკური ჯგუფი არამხოლოდ როგორც ჩვენი ინტელექტუალური ბაზისი, არამედ უკვე პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვება. გარკვეული დეფიციტი შეინიშნება იმაში, თუ რამდენად ეფექტურად იმართებიან პაციენტები კლინიკის დონეზე. როგორია საწოლბრუნვა ან რამდენად ადეკვატური და შესაბამისია გაწეული მკურნალობა პაციენტებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს. სამინისტროს მონიტორინგის ჩართულობით, გვაქვს სურვილი, თხოვნა და საჭიროება თქვენ აქტიურად ჩაერთოთ ყველა კლინიკის მართვის კომპონენტში, რასაც კლინიკური მართვა ჰქვია.
სამინისტროს მხრიდან ჩვენ დაგახმართ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიან კლინიკებში და დოკუმენტალურ დონეზე სწავლობენ პაციენტთა მდგომარეობას და ჩატარებულ მკურნალობას, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამას მეტი ეფექტურობა ესაჭიროება.
რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატების შეძენას, გვაქვს გამოხმაურება ორი ინდური კომპანიიდან, რომლებიც მოგვაწვდიან ამ პრეპარატს, რომ ოქტომბრის ბოლომდე კვლევითი ჯგუფის ნაწილში, ვიხილოთ დამატებითი დამხმარე მედიკამენტები”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.