რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, აპროტესტებს იმას, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია ყოფილა

“რადიკალური ოპოზიცია, ფაქტობრივად, აპროტესტებს იმას, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია ყოფილა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან 1938 წლის რუკის მიმართ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 1938 წლის რუკის მიმართ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. ფაქტობრივად, იმ დოკუმენტის მიმართ, რომლითაც აღიარებულია, რომ დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი მთლიანად არის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ პოზიციას თავს ესხმიან, აპროტესტებენ იმას, რომ თურმე დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია ყოფილა. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მათ სრულ ლუსტრაციას ახდენს. ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე და ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის მათთვის პოლიტიკური საქმე. ცხადია, ახალი გარემოებები არის იმის საფუძველი, რომ პარტნიორ და მეგობრულ ქვეყანასთან გადაიხედოს იმ შეთანხმებათა ნაწილი, რომელიც აქამდე იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები