რატი იონათამიშვილი: რაც მეტად მოახლოვდება რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი, მით უფრო დაესხმებიან ერთმანეთს თავს

„რაც უფრო მოახლოვდება ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც დადგება რადიკალური ოპოზიციის წინაშე, მით უფრო დაიძაბება ურთიერთობა მათ შორის და მეტად დაესხმებიან ერთმანეთს თავს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ვიდეომიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.

„რაც უფრო მოახლოვდება ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც დადგება რადიკალური ოპოზიციის წინაშე, მით უფრო დაიძაბება ურთიერთობა მათ შორის და მეტად დაესხმებიან ერთმანეთს თავს. ეს ბუნებრივია, რადგანაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ იმ სავალალო სიტუაციას, რომელშიც დღეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერა დღითიდღე უფრო ეცემა ქვევით. მაგრამ ეს არის კანონზომიერება, რადგანაც ქართველი ხალხისგან დაიმსახურეს, რომ უარი უთხრან, როგორ ადრე უთხრეს ხელისუფლებაში ყოფნაზე, ახლა ოპოზიციაში კი აღარ დარჩეს მათი ადგილი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ “ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები