რატი იონათამიშვილი: საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც ბოლომდე იქნება შენარჩუნებული.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ინტერესი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.
„ამას მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ჩვენი პარტიის ლიდერები აკეთებენ. ჩვენი მოწოდებაა, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ნებისმიერ ძალადობაზე უარი ვთქვათ, ასევე, თავი შევიკავოთ და არ ავყვეთ პროვოკაციებს, რადგან ჩვენი ინტერესია, სამართლიანი და მშვიდი არჩევნები ჩატარდეს, რასაც უზრუნველვყოფთ. ერთეული ინციდენტების მოუხედავად, ჩვენი მოწოდებებისა და სამართალდამცავების მყისიერი რეაგირების შედეგად ეს პროცესები განეიტრალებულია და საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რასაც ბოლომდე შევინარჩუნებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.