ამირან გამყრელიძე: მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება, მოწოდება – “დარჩი სახლში” კვლავ ძალაშია
„ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც დღეს განვიხილეთ, არის ის, რომ საჯარო, კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალებაა, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოწოდება – “დარჩი სახლში” კვლავ ძალაშია.
„ერთ-ერთი მთავარი მოწოდება, რაც დღეს განვიხილეთ, არის ის, რომ საჯარო, კერძო დაწესებულებები, სადაც ამის საშუალებაა, მაქსიმალურად იყოს დისტანციურ მუშაობაზე. თუ, ასე ვთქვათ, ძალიან აუცილებელი საქმე არ არის, არ არის საჭიროება სამსახურში თუ ოფისში მისვლის, დისტანციურად შეიძლება, გაგრძელდეს მუშაობა. მეტი დისტანციური მუშაობა, მეტი პრევენციული ღონისძიება და, ასევე, ის მოწოდება, რომელიც აქტუალური იყო გაზაფხულზე, იცით, ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ეს ვირუსი აგრესიულობით ხასიათდება ხანდაზმულების მიმართ, ამიტომ, მოწოდება – “დარჩი სახლში”, თუ ეს განსაკუთრებული საჭიროება არ არის, ვფიქრობ, კვლავ ძალაში უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.