„ქართული ოცნება” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  წარადგენს

 12 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ბორჯომში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს   ანტონ ობოლაშვილს წარადგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი –  ირაკლი კობახიძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

15.00 საათზე, მმართველი გუნდი ანტონ ობოლაშვილს ახალციხეში წარადგენს;

16.00  საათზე, ანტონ ობოლაშვილის  წარდგენა ადიგენში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები