ალიევი: ყარაბაღში პოლიტიკური რეგულირება შესაძლებელი გახდება თუ სომხეთი ცეცხლს შეწყვეტს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუსულ მედიასაშუალებებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში პოლიტიკური რეგულირება შესაძლებელი გახდება, თუ კი სომხური მხარე შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
“ჩვენ მივდივართ ბოლომდე. ჩვენ არ შევჩერდებით. თუ კი სომხური მხარე შეასრულებს მოლაპარაკებების რეჟიმს, მაშინ, როგორც მე გუშინ ვამბობდი, პოლიტიკური რეგულირების ფაზა დადგება”,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მიზანი რჩება – “აზერბაიჯანის მთლიანობის აღდგენა, მსოფლიოს ყველა თანამეგობრობით აღიარებული, აზერბაიჯანელების მათი პირველადი ტრადიციული საცხოვრებლისა”.