ბაქო და ერევანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 ოქტომბერს აზერბაიჯანულ მხარეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით ბრალი დასდო.

“10 ოქტომბერს გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ უგულვებელყო და შეტევა განახორციელა კარახამბეილის მონაკვეთზე, არცახის თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი ზომები მიიღეს მოწინააღმდეგის თავდასხმის აღმოსაფხვრელად”,- წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდინავი შუშან სტეფანიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

სომხური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულმა შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ქალაქ კაპანის მიმდებარე სოფლებს მიაყენეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ ყოველივე ეს უარყო და აღნიშნულ ინფორმაციას პროვოკაციული უწოდა, ასევე სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე დარტყმების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები