სუს-ი: გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენები ავტომობილი საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სუს-ის კუთვნილი ავტომანქანით ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თვალთვალი.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომანქანით ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის თვალთვალი.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენები ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით: SZ-303-SZ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა.
საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე”, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.