ნოდარ ტურძელაძე ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნოდარ ტურძელაძე ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ვაკის რაიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„გავცვალეთ აზრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ადგილზე გავეცანით იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რომელთაც ერთად გადავჭრით ჩემი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ორმხრივი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია და ასეთი ტიპის ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება”, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები