მედია: ერევანი და ბაქო უახლოეს დროში დაზავდებიან

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დაზავებას ხელი შესაძლოა, დღეს ან ხვალ მოაწერონ.

ამის შესახებ France Presse საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც გამოცემას ელისეის სასახლეში განუცხადეს, დაზავების მიღწევის საორიენტირო ვადებია დღეს ან ხვალ, თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ უიმედოა.

დღეს მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება. ცნობილია, რომ აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი მოსკოვში უკვე გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები