რუსეთში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან პირველი ასეთი შემთხვევაა.

მანამდე, მაგალითად, მაისში პიკური დღიური მაჩვენებელი 11 656 ინფიცირებულს შეადგენდა.

ასევე, ვირუსს კიდევ 201 პაციენტი ემსხვერპლა, 7092 გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში 1 272 238 პირი დაავადდა, 22 ათასზე მეტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები