მარინა ენდელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ​

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

„ამჟამად, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 72. გუშინ გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ერთი არის გორში, 58 წლის ქალბატონი თანხმლები დაავადებებით. ბათუმში არის 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანხმლები დაავადებები, ქობულეთში არის ორი 55 და 61 წლის ქალბატონები, ქუთაისში 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი მძიმე პნევმონია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები