ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იან მონაკვეთზე, 4-ზოლიან გზაზე მოძრაობა სრულად გაიხსნა
აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოში გაიხსნა. აღნიშნული გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი 2 ზოლიან გზაზე მოძრაობდა.
1.5 კმ-იან მონაკვეთზე არსებული ხიდის მშენებლობა უკვე დასრულდა და 13-ვე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 4-ზოლიან გზაზე სრულად გაიხსნა.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაურთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.
ხაშურის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქ ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად განხორციელდება ახალ გზაზე. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით, მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და 20 წუთის ნაცვლად 10 წუთში იქნება შესაძლებელი.