ერევანში, საქართველოს ელჩისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შედგა
“ყარაბაღში ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მთლიანი რეგიონისთვის არაპროგნოზირებადი შედეგის მომტანი შეიძლება, იყოს”, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა, სომხეთში საქართველოს ელჩთან, გიორგი საგანელიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
აღინიშნება, რომ შეხვედრა ელჩის თხოვნით შედგა.