Haqqin.az: სტეპანაკერტში სამხედრო ფორმაში გადაცმული რუსები და სირია-ლიბანიდან დაქირავებული მებრძოლები იმყოფებიან
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მთიანი ყარაბაღისკენ 380 სირიელი დაქირავებული მებრძოლი მიემართება. როგორც გამოცემა Haqqin-ს დიპლომატიურ უწყებაში წყარომ განუცხადა, გასულ ღამით ერაყის საზღვარი აღნიშნულმა დაქირავებულმა პირებმა ლიბანის ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილი მანქანებით გადაკვეთეს.
გარდა ამისა, ერაყის ქალაქ სულემაინიიდან ერევანში კიდევ ერთი რეისი ჩავიდა. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გადასროლისთვის გამოიყენება სამოქალაქო თვითმფრინავები, ასევე, სომხეთის სახელმწიფო თვითმფრინავები, რაც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესების სერიოზული დარღვევაა.
ამის პარალელურად, გამოცემა BBC-ის რეპორტაჟზეც საუბრობს, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილები ჩადიან. ისინი სომხურ ქალაქ გორისში ჩერდებიან, სადაც მერიაში მათ ნათესავები აკითხავენ ან სახელმწიფო სასტუმროებში ანაწილებს.
BBC წერს, რომ მერიაში ოთხი მამაკაცი შევიდა ერთნაირ შავ ქურთუქებში ჩაცმული, ზურგზე კი – დატანილი სომხური დროშით. მამაკაცები რუსულად არ საუბრობენ, მხოლოდ ინგლისურად ან სომხურად. ისინი საერთაშორისო ბაიკერთა კლუბის Armenia-ს წვერები არიან, რომლებიც ქვეყანაში სამი დღის წინ ლიბანიდან ჩავიდნენ.
ამასთან, Haqqin-სთვის გახდა ცნობილი, რომ სტეპანაკერტში მშვიდობიანი მოსახლეობა აღარ დარჩა. 7 ოქტომბერს კი ქალაქში შემჩნეულია სომხეთის სამხედროების ფორმაში ჩაცმული რუსულენოვანი პირები. ჟურნალისტებთან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ სირიაში მცხოვრები რუსები არიან.