სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ქალაქ შუშის ტაძარი დაბომბა (ვიდეო)

სომხური მედია ქალაქ შუშის შუშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც, ერევნის მტკიცებით, მოწინააღმდეგის მიერ დღეს დაიბომბა.

აღინიშნება, რომ გუშინ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ქალაქ შუშის კულტურის სახლი მიწასთან გაასწორა, დღეს კი ტაძრის ჯერი დადგა.

ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაბომბვის დროს ტაძარში სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ბავშვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები