აზერბაიჯანში განაცხადეს, რომ სომხეთის “გრად”-ი გაანადგურეს, რომლითაც მოწინააღმდეგემ მათი ქალაქები დაბომბა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის საკითხთა განყოფილების უფროსის, ჰიკმეთ გაჯიევის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის სარაკეტო დანადგარი – “გრად” გაანადგურეს, რომლითაც მოწინააღმდეგემ იერიში მიიტანა რამდენიმე სოფლის მისამართით.

ამის შესახებ გაჯიევმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

“ამით კი  უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის პოტენციური ზარალის არიდება მოხდა”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები