აზერბაიჯანის გენპროკურატურა: სომხეთის პროვოკაციებს, ჯამურად, 31 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
27 სექტემბერს ყარბაღის კონფლიქტის ზონაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს დღემდე 31 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და 154 დაშავდა.
ინფორმაცის აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, 928 საცხოვრებელი სახლია განადგურებული, 11 სამოქალაქო ობიექტი და 45 მრავალსართულიანი შენობა.