საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ეროვნული ბანკი ლარის კურსთან მიმართებით ადეკვატურად მოქმედებს.
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს. თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.