საფრანგეთში კორონავირუსის 19 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის რეკორდული, დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ვირუსი 18 746 პირს დაუდასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, დაავადებას ერთ დღეში 80 პაციენტი ემსხვერპლა, სულ ქვეყანაში 32 445 ლეტალური შემთხვევაა.
ოფიციალური მონაცემით, ქვეყანაში 7563 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან 1416 პირის მდგომარეობა მძიმეა.
გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა დამატებითი შეზღუდვების დაწესება იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფად ვრცელდება.