7 ოქტომბერი დავით დოიაშვილის დაბადების დღეა

7 ოქტომბერი რეჟისორ დავით დოიაშვილის დაბადების დღეა. დაიბადა 1971 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი 1993 წელს.
1998-2000წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო; მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრში; 1994-1997წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში; 2004 წლიდან მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
დამდგმელი რეჟსორია სპექტაკლებისა: გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი” (1993), რიუნოსკე აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა” (1994), უილიამ შექსპირის „მეფე ლირი” (1995), ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში არტურ მილერის „სეილემის პროცესი” (1996), ოსკარ უაილდის „სალომეა” (1998), დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობა” (2001) და სხვ.
ჯილდოები:
თეატრალური პრემია „დურუჯი”;
ღირსების ორდენი;
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია;
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები