მამუკა მდინარაძე: აგვისტოს ომიდან ორ თვეში გაქცეულმა მთავარსარდალმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ თურმე ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი – ეს რუსული ნარატივია
“აგვისტოს ომიდან ორ თვეში გაქცეულმა მთავარსარდალმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ თურმე ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი – ეს რუსული ნარატივია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომიდან ორ თვეში, გაქცეული მთავარსარდალი, ფორთხვით რომ დადიოდა, მხარს უჭერს იმას, რომ ოფიციალურად, ხელის აწევით, მხარდაჭერით, ღილაკზე თითის დაჭერით და ხელმოწერით ადასტურებს, რომ თურმე და ეს არის ტყუილის დაბრალება შენი ქვეყნის და ჯარისკაცებს მიმართ, ქართველ ჯარისკაცებს დაუწყიათ ომი და კასეტური ბომბებით დაუბომბავთ ცხინვალი. ეს არის რუსული ნარატივი, რუსული საქმის კეთება და ღალატი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.