რუსეთში საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა – მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია (ვიდეო)

რიაზანის ოლქში, საბრძოლო მასალების საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამჟამად, საავტომობილო ტრასაზე ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია, რადგან ამ დრომდე ისმის აფეთქებების ხმა.

როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველები მიემართებიან, ასევე, ტექნიკის 14 ერთეული. ადგილზე ასევე გაგზავნილია სახანძრო მატარებელი, ადგილზე გაფრენისთვის თვითმფრინავი ილ-76 არის მზად.

გარდა ამისა, ამჟამად, ახლოს მდებარე 10 სოფლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები