არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, რომ დავით გარეჯთან და საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით დასრულდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველას ლეგიტიმური ინტერესია, რომ დავით გარეჯთან და საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით დასრულდეს.

“გამოძიების დასადგენია თუ ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება და დადგება. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, რომ დავით გარეჯთან და ჩვენს საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი დასრულდეს საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით და ჩვენ სულიერი კულტურის ამ მნიშვნელობის ძეგლს, რომელიც არის დავით გარეჯი მოვუაროთ და ჩვენს სივრცეში შევინარჩუნოთ”,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები