“რუსეთის მისამართით საქართველოში გაჟღერებული ბრალდებები ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და პოლიტიზებულია”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“გაოგნებით გავეცანით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ თითქოს ჩვენი მხრიდან მოხდა ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდის ჩაშლა. ვფიქრობთ, ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები “მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის შესახებ” სრულიად უსაფუძვლო და პოლიტიზებულია”, – თქვა ზახაროვამ.
მისივე თქმით, 6-7 ოქტომბერს მორიგი რაუნდის ჩატარებისგან თავის შეკავება იყო მიღებული არა მხოლოდ რუსეთის, არამედ “აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ, პანდემიით გამოწვეული ლოგისტიკური და სხვა შეზღუდვების გათვალისწინებით”.
“ალტერნატივის სახით იმავე ვადებში შეხვედრის გამართვას ვიდეო ფორმატში შევთავაზეთ, რაც თანათავმჯდომარეებს არ აწყობდათ. რუსეთი არასდროს გაურბოდა საქართველოსთან დიალოგს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების ფორმატში და აქტიურად ცდილობს მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელების ხელშეწყობას. რუსული მხარე ჟენევის დისკუსიების გაგრძელების მომხრეა. 6 ნოემბერს მოსკოვში თანათავმჯდომარეების ვიზიტს ველოდებით”, – აღნიშნა ზახაროვამ.