აზერბაიჯანში გამოდიან მოწოდებით, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატიდან საფრანგეთის ჩამოშორება მოხდეს
“ამჟამად, ყარაბაღის კონფლიქტზე გავლენის მოხდენა მხოლოდ რუსეთს და თურქეთს შეუძლია”, – აცხადებს პოლიტიკური ანალიზის კავკასიური ცენტრის დირექტორი, აჰმედ ალილი.
“ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის ჩანაცვლება ძალიან რეალისტურია და ყველაზე რეალურია ამ შემთხვევაში გერმანია”, – თქვა ალილიმ.
მისი თქმით, აზერბაიჯანში ადრეც ყოფილა გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულებები საფრანგეთის მიმართ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატში.
“აზერბაიჯანი ყოველთვის აჩვენებდა, რომ საფრანგეთში ძლიერი სომხური დიასპორა არსებობს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად არის ჩართული. აზერბაიჯანი ცდილობდა, რომ პარიზს საკითხში ნეიტრალური პოზიცია ჰქონოდა, საფრანგეთის ადრინდელი პრეზიდენტები სომხური დიასპორის მათ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობაში ხელს უშლიდნენ”, – აცხადებს ალილი.