კანადამ თურქეთს უპილოტო აპარატების მაკომპლექტებლების მიწოდება შეუწყვიტა
Reuters-ის ინფორმაციით, კანადამ თურქეთს უპილოტო აპარატების მაკომპლექტებლების, კერძოდ, ვიზუალიზაციისა და დამიზნების სისტემების მიწოდება შეუწყვიტა.
როგორც კანადის იარაღის კონტროლის ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული საჰაერო დარტყმების ვიდეოები მოწმობს, რომ უპილოტო აპარატები კანადური ტექნოლოგიების საწარმო LHX.N-ის მიერ დამზადებული სისტემებით არის აღჭურვილი.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანსუა-ფილიპ შამპანის განცხადებით, სიტუაციის შეფასებამდე, მისი ბრძანებით, ექსპორტის ნებართვა თურქეთში დროებით შეჩერებულია.
როგორც ცნობილია, 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულ საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს Bayraktar TB2 -ებს, რომლებიც თურქეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიერაა დამზადებული.