აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პირველი დიპლომატები ყარაბაღთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით 5 სექტემბერს მორიგი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი – ჟან-ივ ლე დრიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი – მაიკლ პომპეო, რომლებიც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებს წარმოადგენენ, უმკაცრესად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და სახიფათო ესკალაციას მთიანი ყარაბაღის ზონასა და მის გარეთ.

მინისტრები უპირობოდ, ხაზგასმით აცხადებენ, რომ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები, სავარაუდოდ, მიმართული სამოქალაქო ცენტრებზე – კონტაქტის ხაზის გასწვრივ და აზერბაიჯან-სომხეთის ტერიტორიებზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ – და ამ თავდასხმების არაპროპორციული ბუნება რეგიონში სტაბილურობისთვის მიუღებელ საფრთხეს წარმოადგენს.

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერთა 1-ელი ოქტომბრის განცხადების მსგავსად, მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, რომ დასთანხმდნენ მყისიერ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. თანათავმჯდომარე ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, სრულად გამოიყენონ თავიანთი მანდატი, რომელიც მათ ეუთო-მ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიანიჭა. ამგვარად, ისინი მტკიცედ გააგრძელებენ მხარეებთან მოლაპარაკებებსა და მოწოდებას, რომ ახლავე შეუდგნენ შეთანხმების განახლების პროცესს, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარისთვის კარგად ნაცნობ, რელევანტური საერთაშორისო დოკუმენტების მთავარ პრინციპებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები