ალიევი – ჩავუშოღლუს: ჩვენი ერთობა რეგიონში მტკიცე მშვიდობას უზრუნველყოფს

“ჩემი ძვირფასი ძმის, პატივცემული პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ღია და გაბედულმა განცხადებებმა მსოფლიოს დაანახა, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის, აზერბაიჯანის გვერდით არის მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ძლიერი, მოძმე სახელმწიფო”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

“ეს მხარდაჭერა შთაგვაგონებს, დამატებით ძალებს გვაძლევს, ამასთანავე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევაში. ამ დღებში ვთქვი, რომ თურქეთი რეგიონში სტაბილიზატორის როლს ასრულებს. მხოლოდ მშვიდობაზე გათვლილი, თურქეთის პოლიტიკა უკვე გამოიღებს შედეგებს როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე – კავკასიის რეგიონში. ამიტომ, სომხეთის მორიგი თავდასხმა და შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ თურქეთი როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში სიტყვის “მასპინძელია”, – თქვა ალიევმა.

მისი თქმით, თურქ კოლეგასთან საუბარში არაერთხელ აღინიშნა, რომ “თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობა მსოფლიოსთვის მაგალითი უნდა იყოს. ამიტომ, დღეს ამას ვაჩვენებთ და ვამტკიცებთ პრაქტიკულადაც, ვფიქრობ, ამ კავშირის მომავალი იქნება რეგიონში მტკიცე მშვიდობის უზრუნველყოფის მთავარი პირობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები