კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (კუხო) სომხეთში დაგეგმილი სამხედრო სწავლება გადადო

სომხეთში ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (კუხო) სამხედრო სწავლება გადაიდო.

ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანმა, ვლადიმერ ზაინეტდინოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან სწავლების ჩატარების ადგილსა და ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

სწავლება “ძებნა-2020” და “ურთიერთქმედება-2020” სომხეთში 23-30 ოქტომბრის ჩათვლით “ბაგრამიანის” პოლიგონზე უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები