ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან – ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან – ნატალია ვუტოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლონდა თოლორაიამ ნატალია ვუტოვას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე და განხორციელებული პროექტები განიხილეს. “საუბარი ასევე შეეხო სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის მიზნით ჩასატარებელ ღონისძიებებს. ლონდა თოლორაიამ და ნატალია ვუტოვამ შეხვედრის დასასრულს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი აქტივობები განიხილეს.

შეხვედრაზე ნატალია ვუტოვამ ხაზი გაუსვა სახელწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამსახურს გაძლიერების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომლის ხელშეწყობითაც სამსახურის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე – საგამოძიებო მიმართულებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. სამსახური მათთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები