სივკოვი – “თუ საქართველო სტარანსპორტო კორიდორის გახსნას არ დათანხმდება, მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაბომბვა მოგვიწევს“

„საქართველოს გამო სომხეთი სრულ იზოლაციაშია. თუ საქართველო სტარანსპორტო კორიდორის გახსნას არ დათანხმდება, მისი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაბომბვა მოგვიწევს“, – აცხადებს სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვლადიმერ სივკოვი.

როგორც სივკოვმა გამოცემა vz.ru-ს განუმარტა, საქართველო ნებაყოფლობით სომხეთისათვის განკუთვნილი ტვირთების გატარებას არ დათანხმდება. კასპიის ზღვითა და ირანის მეშვეობით კი რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანსპორტირება დიდ სირთულეებს უკავშირდება.

სივკოვის შეფასებით, საქართველოსთან ახალი ომის გარკვეული პერსპექტივა არსებობს,თუმცა, იმედი აქვს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა და სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შესაძლებლობები სომხეთის დასახმარებლად საკმარისი იქნება.

სომხეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს რუსეთის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, სემიონ ბაღდასაროვი. მისი თქმით, რუსეთის 102 სამხედრო ბაზა სომხეთში თავისი შესაძლებლობებით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სომხეთ-საქართველოს საზღვართან დისლოცირებულ, თურქეთის მე-3 არმიას. შესაბამისად, აუცილებელია, რომ „რუსეთმა გაზარდოს სამხედრო ყოფნა სომხეთში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები