“კლინიკაში შემოვიდა 141 კოვიდ – ინფიცირებული პაციენტი, რომელთაგან 63 უკვე გამჯანმრთელდა”

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო, კოვიდ- ინფიცირებული პაციენტების შესახებ, ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, 5 ოქტომბრის მდგომარეობით საავადმყოფოში 141 კოვიდ- ინფიცირებული პაციენტი შევიდა, რომელთაგან 63 უკვე გამოჯანმრთელდა.

“5 ოქტომბრის მდგომარეობით ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 141 კოვიდ – ინფიცირებული პაციენტი. ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალის პროფესიონალიზმის დამსახურებით გამოჯანმრთელდა 63 პაციენტი მათ შორის 11 პენსიონერი. მკურნალობას აგრძელებს 76.

გამოჯანმრთელებული პაციენტების უმრავლესობა მადლიერია ჩვენი კლინიკის მედ-პერსონალის მიმართ რაც აათმაგებს ჩვენს მოტივაციას.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო
გისურვებთ ჯანმრთელობას და პანდემიის მალე დამარცხებას!
24 საათი თქვენი სიცოცხლის სადარაჯოზე”, – ნათქვამია საავადმყოფის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები