საქართველოს მალე ისეთი ცენტრალური პარკი ექნება, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს მალე ისეთი ცენტრალური პარკი ექნება, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს:
„ჩვენი ცენტრალური პარკი. ეს იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილი რეკრეაციული და ეკო ტურისტული პროდუქტის თვალსაზრისით. ძალიან ღირებული დანამატია ჩვენი ინდუსტრიისთვის და რა თქმა უნდა, უმთავრესად ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბის კეთილმოწყობილი, თანამედროვე, რეკრეაციული ზონის შექმნა ქალაქის შუაგულში. ჩვენც მალე გვექნება ისეთი ცენტრალური პარკი, როგორიც განვითარებული ქალაქების მთავარ პარკებში გვინახავს. იპოდრომის ტერიტორია ფონდმა „ქართუ” თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. პარკის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ” განახორციელებს რის შედეგადაც ასეთი ცენტრალური პარკი გვექნება”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.