ანრი ოხანაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ იღლება ქველმოქმედებით

„წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან მაგარი ამბის გაგება”, – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს.

ოხანაშვილის თქმით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ფონდი „ქართუ” 200 მილიონ ლარს დახარჯავს:

„წარმოუდგენელია, ობიექტურად აფასებდე ფაქტებს და არ გაგიხარდეს ასეთი ძალიან მაგარი ამბის გაგება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა თბილისს უსასყიდლოდ გადასცა მათ მიერ 52 მილიონ დოლარად შეძენილი იპოდრომის ტერიტორია. ამ ფართობზე, ფონდი „ქართუს” დაფინანსებით, მოეწყობა ახალი რეკრეაციული ზონა – ცენტრალური პარკი და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ ლარს შეადგენს.

„გაგიკვირდებათ” და რიგმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა კვლავ შეძლეს ამ ფაქტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა. პარადოქსია, რომ ამ ქველმოქმედების დისკრედიტაციას განსაკუთრებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, მაშინ, როდესაც მათმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი მოიპარა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა 52 მილიონ დოლარად შეძენილი ქონება აჩუქა ხალხს და მის კეთილმოწყობაში კიდევ რამდენიმე ათეულ მილიონ ლარამდე იქნება დახარჯული. ფაქტი ერთია, ბიძინა ივანიშვილი არ იღლება ქველმოქმედებით”, – აღნიშნავს ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები