დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მიზეზით, აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო.
“დინამოს აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი აკადემიის ორი თანამშრომლის კოვიდ ტესტებზე მიღებული დადებითი პასუხია. ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად, აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.