ამირან გამყრელიძე – stop covid აპლიკაციაზე – “მისი ეფექტი საკმაოდ დიდია – დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ სწრაფად მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების, განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს”

კოვიდ 19-ის მართვის ერთ-ერთი საშუალება არის განვითარებული IT ტექნოლოგიები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც stop covid აპლიკაციას ეხებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული აპლიკაციის ეფექტი დიდია და ეს დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ სწრაფად, განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების.

„კოვიდ 19-ის მართვის ერთ-ერთი საშუალება არის განვითარებული IT ტექნოლოგიები. საინფორმაციო ტექნოლოგიებით ისეთმა განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიც გახლავთ სინგაპური, კორეა, ესტონეთი, ასევე გერმანიამ ახალი აპლიკაცია შექმნა, სულ უფრო და უფრო იხვეწება, ამ აპლიკაციების დანიშნულება და ეფექტი არის საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, ჯერ უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება, თორემ მისი ეფექტი საკმაოდ დიდია. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებათ ახალგაზრდებს. ვისაც კეთილსინდისიერად შეჰყავს აპლიკაციაში მონაცემები, რომ იყო ინფიცირებული, მთელი სისტემაა და ის ადგენს შემდეგ, როცა ინფიცირებული გაივლის, ან სადმე არის, ვინ იყო მასთან ახლო კონტაქტში. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ სწრაფად, განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების და მათთვის რეკომენდაციაა, სწრაფი იზოლაციის. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრობლემა არის ზოგადად, ქვეყანაში , ამ IT ტექნოლოგიების, ფართო მასშტაბით გამოყენების კულტურის, რომელიც თანდათანობით, რა თქმა უნდა, უნდა განვავითაროთ, დავხვეწოთ, იმიტომ, რომ დღეს, ამაზე ბევრი რამ არის დამყარებული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები