ნოდარ ტურძელაძე ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა – “მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს, რადგან სწორედ მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი”
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვაკის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს განახლებულ ,,მზიურში” შეხვდა.
ნოდარ ტურძელაძემ ახალგაზრდებს პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ვაკის რაიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
“კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს, რადგან სწორედ მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს და სამომავლოდ აუცილებლად ერთობლივად განვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს”, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.