საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 8696 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 4 619​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად,  52​-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები