თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილისა და ბადრი კობახიძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისისა და მთაწმინდის რაიონები – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის, აკაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის, ავთანდილ ღოღობერიძის, ლევან ღოღობერიძისა და ბროსეს ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები