გიორგი გამსახურდია დევი ჭანკოტაძეზე: “ენმ”-ს მე-6 ნომრის, პუტჩისტი დევის მიერ ნასროლი ჭურვები მთავრობის სასახლეზე, მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხო
“ენმ-ს მე-6 ნომრის, პუტჩისტი დევის მიერ ნასროლი ჭურვები მთავრობის სასახლეზე,მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხო”,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
მისივე თქმით, ზუსტად იმ ავბედითი მოვლენებიდან იწყებს საქართველოს რუსების მიერ ოკუპაცია დროის ათვლას.
“ენმ-ს მე-6 ნომრის, პუტჩისტი დევის მიერ ნასროლი ჭურვები მთავრობის სასახლეზე,მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხო. ზუსტად მაგ ავბედითი მოვლენებიდან იწყებს საქართველოს რუსების მიერ ოკუპაცია დროის ათვლას.იხ. წიგნები: ჯ.იოსელიანის 3 განზომილება და თ.დუმბაძის თქვენ გასაგონად ბიჭებო”, – წერს გიორგი გამსახურდია.