გიორგი გახარია: არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ არავის ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა.

მისივე თქმით, ქვეყანა ახლა პანდემიასაც ებრძვის და ეკონომიკურ კრიზისსაც.

„ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, პარალელურად არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ვთვლით ღირსეულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები