აზერბაიჯანის გენპროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის მიერ აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 19 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და 55 ჰოსპიტალიზებული.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეირაღებული ძალები აგრძელებს დასახლებული რაიონების იერიშს – დაბომბილია რაიონული და სოფლის ცენტრები, საავადმყოფოები, სამედიცინო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები.

მასობრივი დაბომბვის შედეგად, დაზიანებულია 175 სახლი და 41 სამოქალაქო ობიექტი.

გენერალური პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, პასუხისგებაში იქნას მიცემული სომეხი სამხედროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები