ეკატერინე ტიკარაძე: გვაქვს გარანტია, რომ საწოლფონდის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აქვთ გარანტია, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ქვეყანაში საწოლფონდის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით ემზადებიან იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ ვირუსი.

“დღესდღეობით გვაქს სამეტაპიანი მართვა. კოვიდპაციენტები, ვინც არიან უსიმპტომოები, თვითიზოლაციაში ხვდებიან.მათზე მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ. ასევე გვყავს პაცინტები, ვისაც არ აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, მათ საშუალებას ვაძლევთ გამოიყენონ საკარანტინო სივრცეები. ისინიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ. ასევე, საავადმყოფოებში არის საწოლების მობილიზაცია, რომელიც კოვიდ-19-ის სამკურნალოდ საკმარისია.

გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ რომელი საავადმყოფო, რა ეტაპზე და რა ნიშნულზე ერთვება შემდეგ უკვე კოვიდ-19-ის მართვაში. რის შედეგადაც გვაქვს გარანტია, რომ საწოლფონდის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები