ამირან გამყრელიძე: სლოგანი – „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია, რომ ყველა დიდ ქალაქში გამოვიყენოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის შემდეგ, ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენ არის მიმართული.

მისივე თქმით, სლოგანი – „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია, რომ ყველა დიდ ქალაქში იქნას გამოყენებული.

„ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაფიქსირდა 96 შემთხვევა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას. იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე, შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია,  „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები